02:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 16:22:53, 621 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი საფარის მონასტერს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამცხე-ჯავახეთში, შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს - საფარის მონასტერს ესტუმრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა.

საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს. აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია. მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics