|
2016-03-05 14:50:58, 1227 ნახვა
კომენტარი
ალასანია: მტერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, სამების ტაძარსი ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილტა ხსოვნის პატივის მიგებისას განაცხადა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა უნდა გამთლიანდეს და გარდაცლილი მებრძოლები გმირობის მაგალითი არიან. "დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რისთვისაც ეს ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, რომ მტერს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს. ასე იყო წლების განმავლობაში , ასე იქნება მომავალშიც და ეს გმირები გვაძლევენ ამის მაგალითს", - განაცხადა ალასანიამ. ცნობისთის, ირაკლი ალასანიასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი ქადაგიშვილმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)