09:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 11:35:30, 409 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.

„45-ე დღე - დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან, ხოლო მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.

„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ეხმაურება „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას და მას ტერორად აფასებს.

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, - წერს პრეზიდენტი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics