|
2016-03-03 18:07:38, 676 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა, სავარაუდოდ, ხვალ გაგრძელდება
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ალექსი პეტრიაშვილს სხეულის ტეპერატურამ აუწია, რის გამოც დაკითხვა ვეღარ განახლდა. ადვოკატი ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვას ხვალ ვარაუდობს: "დღეს ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა. სამწუხაროდ, ბატონ ალექსის ტემპერატურა აქვს მაღალი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკითხვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკეთდება. ხვალისთვის ვვარაუდობთ დაკითხვას. გამომძიებლებმა მითხრეს, რომ თუ ხვალ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური, დაკითხვა გაგრძელდება ხვალ", -განუცხადა ლევან სამუშიამ "ექსპრესნიუსს" შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)