|
2025-01-09 12:28:49, 489 ნახვა
პოლიტიკა
DRC - ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს
ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ცენტრი ,,ქართული ოცნების'' პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონებს ეხმაურება და წერს რომ ქართული ოცნება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს. ,,საქართველოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა გამაერთიანებელი რიტორიკის მიუხედავად, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის „საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია,“ ინაუგურაციის დღესვე 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, და პირად უსაფრთხოებას, დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონები, რომელთაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მესამე მოსმენით, მათ შორისაა: ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში:
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები:
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები:
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები:
ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში:
რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება, რაც ზრდის რისკს, რომ ის პოლიტიკური წმენდის ინსტრუმენტად იქცეს. საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიები, მათ შორის სასამართლოში დავის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად სუსტდება. დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRC)-ის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული კანონებით მიზანმიმართულად აწარმოებს ბრძოლას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციის დისკრიმინაციას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მკაცრი სანქციებით დასჯადად აცხადებს პროტესტის ნებისმიერ ფორმას. ეს წარმოადგენს ძალაუფლების კონსოლიდაციისა და დემოკრატიული პროცესების განადგურების აშკარა მცდელობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და მხოლოდ აძლიერებს ქვეყნის იზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან და რუსული გავლენების გაძლიერებას". - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)