|
2025-01-08 15:14:40, 1135 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ფხალაძე: „ოცნების“ განცხადებით ყველა გვებრძვის, გარდა „ერთმორწმუნე“ ოკუპანტისა
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი პარტია თავის განცხადებაში ყველას ბრალს სდებს, გარდა რუსეთისა. „ოცნების განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, „ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! 2. „დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას დაუმორჩილებიათ ამერიკაც და ევროკავშირიც. თურმე მთელი მსოფლიო მათ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ აი, „ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ! 9,5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით და 25 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ „დიფ სთეითის“ ქვეყნებიდან გვმართებს) სულ კუდით ქვა ასროლინეს თურმე მსოფლიოს ამრევებს! 3. როგორც ჩანს, მასონები საბოლოოდ დავამარცხეთ. მათზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი,“ - წერს ფხალაძე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადება წინააღმდეგობრივია და ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ ანტიქართული განცხადებების ავტორები „დიფ სთეითის“ ქსელის წევრები არიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯიან, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს“. ასევე, მმართველი პარტია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ ე.წ. „მეგობარ აქტს“ აკრიტიკებს და მას „მტრულ აქტს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ შეფასებით, თუ „დიფ სთეითის“ გავლენა ამერიკასა და ევროპაში მოიხსნება, ეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობების თვისებრივ გადატვირთვას შეუწყობს ხელს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)