01:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 13:27:42, 617 ნახვა

საზოგადოება
GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ “გუდვილის“ მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა - მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი.

ამის შესახებ GWP-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. მომხდარზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა - ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ურთულესი დაზიანება მოკლე დროში იქნა ლიკვიდირებული. წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს“, - ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, საბურთალოს გამგეობამ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა  GWP-ს დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics