|
2025-01-06 14:07:40, 1353 ნახვა
სხვადასხვა
გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ჩინეთმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა
ჩინეთმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა. საგაგნგებო მდგომარეობა შეეხება ჩინეთის 25 პროვინციას, მუნიციპალიტეტსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, რომელთა საერთო მოსახლეობა 1,2 მილიარდზე მეტი ადამიანია. კერძოდ, საქალაქო და პროვინციული მთავრობები ერთიმეორის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დანერგილიყო რეაგირების უმაღლესი დონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ გადაუდებელ სიტუაციებზე“. აღნიშნულია, რომ რეაგირების ეს დონე გამოცხადებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან დაკავშირებული განსაკუთრებით დიდი გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში. იგი ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და ცენტრალიზებული შტაბის გეგმის მიხედვით. ამრიგად, ჰუბეის პროვინცია, სადაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია დაიხურა - ქალაქი ვუჰანი, იყო პირველი, ვინც გამოაცხადა რეაგირების უმაღლესი დონე. შემდეგ ცენტრალურმა ქალაქებმა პეკინმა, შანხაიმ, ჩონკინგი და ტიანჯინი გამოაცხადეს მსგავსი ღონისძიება. 23 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფოებიდან შეგროვებული რესპირატორული ნიმუშები დადებითი იყო გრიპის ვირუსზე, ადამიანის მეტაპნევმოვირუსზე და რინოვირუსზე. ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადმინისტრაცია იტყობინება. კვლევამ აჩვენა, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებები ამჟამად აქტიურად ვრცელდება ქვეყანაში. კერძოდ, მეტაპნევმოვირუსის სიხშირე მატულობს 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რაც ყველაზე მეტად არის გამოხატული ჩრდილოეთ პროვინციებში. Independent ადრე წერდა, რომ ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის შემთხვევების ზრდას, რამაც გამოიწვია საავადმყოფოების გადატვირთულობა. ამ ზამთარში, ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში, განსაკუთრებით გავრცელდა ბავშვებში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)