16:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 09:33:08, 489 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის წევრი ხელფასი 11 000 ათას ლარამდე იზრდება

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.

პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა.

განხილვის პროცესში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, იმ კოეფიციენტებში აისახა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არის დადგენილი. სადეპუტატო ხელფასები კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში დადგინდა.

XI მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრა:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8.0;

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებზე გადაანგარიშების მიხედვით კი, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ხელფასები 2025 წლიდან შემდეგი ოდენობით იქნება: პარლამენტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200, ხოლო თვიურ ჭრილში 14 600 ლარი იქნება; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (კოეფიციენტი 9.2) 2025 წლიდან სარგოს სახით, წლიურად 161 184 ლარი, თვეში 13 432 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს (კოეფიციენტი 9) - წლიურად 157 680 ლარი, თვეში 13 140 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს (კოეფიციენტი 8.6) - წლიურად 150 672 ლარი, თვეში 12 556 ლარი; პარლამენტის წევრებს კი (კოეფიციენტი 8) - წლიურად 140 160 ლარი, თვეში 11 680 ლარი. აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოს გამოკლებული არ აქვს საშემოსავლო 20%-ანი გადასახადი.

ამასთან, 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics