21:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 14:48:37, 398 ნახვა

საზოგადოება
კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ

თბილისის მერი კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული.

„ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომლის მოგვარება ვერავინ მოახერხა. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. საუბარია 3 500-მდე ადამიანზე. ამ მიზნით მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები, ზოგიერთის ბინა კი მშენებლობის პროცესშია“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, იაქტიურონ და მიაწოდონ მერიას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics