01:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 16:32:02, 449 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ქოცები“ თავიანთი ბინძური პროპაგანდით ისტორიის სანაგვეზე მალე მარტო დარჩებიან

ლამის ერთი თვეა ამტკიცებს „ქოცპროპაგანდა“, რომ პროტესტს ძალა გამოეცალა და ხალხი არ დადის აქციებზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი ერთვება პროტესტში,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მისი თქმით, „ქოცები“ „მალე დარჩებიან მარტო ისტორიის სანაგვეზე თავიანთი ბინძური პროპაგანდით, რომ თითქოს თავისუფლება უღირსობაა, ხოლო მონობა - ღირსება“.

„გგონიათ, არ იციან რამდენი ვართ? ან ის არ იციან, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფი და სეგმენტია ჩართული ამ პროტესტში? ან ის, არჩევნები როგორ და რამდენი ათასით გააყალბეს? 

იციან, მაგრამ ეს ტყუილები და რუსული ბინძური პროპაგანდა სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილ საინფორმაციო გალიაში მყოფი თავიანთი ბოლო მხარდამჭერებიც არ დაკარგონ. ამიტომ, მიზანმიმართულად აყრიან თვალებში ნაცარს და საკენკს, რომ თვალები არ აეხილოს და სინამდვილე არ დაინახოს ხალხმა. 

ბოლოს და ბოლოს, ის პოლიციელიც, ის რობოკოპიც ამ საზოგადოების წევრია და მოუწევს იმ რეალობის მიღება, რასაც ხალხი რუსთაველზე ქმნის. „ქოცები“ კი მალე დარჩებიან მარტო ისტორიის სანაგვეზე თავიანთი ბინძური პროპაგანდით, რომ თითქოს თავისუფლება უღირსობაა, ხოლო მონობა - ღირსება",- აცხადებს მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics