04:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 14:55:48, 427 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ბერსეს ბრიფინგზე ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს ვისმენთ

ალენ ბერსეს ბრიფინგზე ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს ვისმენთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. 

მელიას განცხადებით, ბერსეს მისი კოალიცია არ შეხვდა, რასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:

ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“,- წერს მელია.

შეგახსენებთ, დღე, 20 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გასცა დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს შეცვლიდა.

ბერსეს თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics