06:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 01:47:18, 492 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს

"ქართული ოცნება" ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს,- ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ხალხს მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება".

"ქართული ოცნება" ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს და მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურება.

ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ ეცადა, გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

„ქართული ოცნება“ თუ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი პატრონებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებთანაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად დაახლოვდა",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics