08:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 23:11:12, 523 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს გამოყოფს

ჩეხეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო სამინისტრო განცხადებას 
ავრცელებს.

როგორც X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩეხეთი ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩეხეთი გმობს საქართველოში ბოლოდროინდელ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. 

დღეს, ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას 230 000 ევროს ოდენობით, გადაუდებელი დახმარების სახით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics