08:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 21:42:24, 414 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი, მეორე პლანზეა ჩემთვის

ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი, მეორე პლანზეა ჩემთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, „მთავარი მამოძრავებელი ძალაა მილიონობით ქართველის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა“.

„ყველა თავისი საზომით ზომავს. არასდროს ვიკარებდი იმ ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად არაფერი დამრჩა საქართველში, გარდა ყვარლის 1.5 ჰექტარი ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება. ამერიკაში და უკრაინში არასდროს თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიოდა და უკრაინაში პირველად ნორმალური სახლიც გამიჩნდა. 

მაგრამ ვერანაირი ფული, კომფორტი და პოპულარობა ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ჩემს შემთხვევაში, დიდწილად, ჩემს მიერვე შექმნილი ქართული სახელმწიფოს და იმ რეფორმების განადგურებას, რომელსაც ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფო. გვერდიდან ყურება იყო გაუსაძლისი. ამიტომ  გავაკეთე ის, რაც გავაკეთე (ზუსტად იგივე მოტივაციით არ დავტოვე თბილისი 2008 წლის აგვისტოში).

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ზუსტად იგივე შეგრძნებით გამოდის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი.

მადლობაზე მადლობით ვერ გიპასუხებთ. თქვენ ცდილობთ იმის თქმას, რომ ფული და პირადი კეთილდღეობა სამშობლოზე მაღლა დგას და ეს არის ზუსტად ოლიგარქის და რუსული სამყაროს იდეოლოგია.

ეს არის ორი აზროვნების და მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ.

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა მილიონობით ქართველის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მრავალი წლის წინ ავიღე და ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი, მეორე პლანზეა ჩემთვის“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics