05:58 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 11:33:05, 413 ნახვა

საზოგადოება
უფლებადამცველი - აქციაზე ადამიანი დააკავეს, არსად დაარეკინეს - ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო, დედა გარდაიცვალა

უფლებადამცველი ნათია თავბერიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირს ყველაფერი წაართვეს და არსად დარეკვის უფლება არ მისცეს.

როგორც უფლებადმცველი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ პიროვნებას იურისტი გაესაუბრება.

„გუშინ, ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა, ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის  ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა. 

ნატალია ბუკია და ლიკა გოგოლიძე შეხვდნენ, იურისტს გაესაუბრება და ჩვენც მივადევნებთ თვალს.

ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი.

იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ იურისტებს - დანაშაულების, წამების ფაქტების მხილება და დოკუმენტირება, გასაჩივრება აუცილებელია. ამდენი მოპარული ნივთი, ტელეფონი - ეს კიდევ ცალკე ამბავია - თითქმის ყველა დაკავებული და ნაცემი ადამიანი, ამავდროულად გაძარცვეს კიდეც“,- წერს თავბერიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics