|
2024-12-17 09:36:46, 387 ნახვა
პოლიტიკა
საია - ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც, პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს
ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც, პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განცხადებას ავრცელებს. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კი, 6 დეკემბერს შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. უფრო კონკრეტულად კი, ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავებიან. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუშინ, 16 დეკემბერს ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)