09:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 16:20:02, 448 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვები ანტიქართული ნაბიჯია - იმედი გვაქვს, EU-ის პოლიტიკაში ცვლილებები მოხდება

წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და სანქციების განხილვას ეხებოდა.  

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.

"ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics