2024-12-16 12:09:18, 459 ნახვა
საზოგადოება
ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებულების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
მომღერალი საქველმოქმედო კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს.
როგორც თოდუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, კონცერტი ბერლინში 20 დეკემბერს გაიმართება.
„ჩემი ხალხი საქართველოში იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი. ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე "ჩვენ ვდგავართ ქართველებთან". დასწრება უფასოა. შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული და ძალადობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ოჯახებს“,- წერს თოდუა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,