11:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 17:54:58, 486 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა - რაც მოხდა, ფარსი იყო

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება.

როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა და „რაც მოხდა, ფარსი იყო“.

„დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა, ფარსი იყო, ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აგრძელებს“,- წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყაველაშვილის კანდიდატურას საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics