11:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 16:39:13, 468 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო

სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დამცირება,- ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო კოლეგიის მიერ  საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ყაველაშვილის „ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო“.

 “სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა. პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო. კიდევ უფრო ხილული როგორ უნდა იყოს "ეფ-ეს-ბეს" ღადაობა და გართობა ჩვენი ქვეყნით.

მსოფლიოს აჩვენებს პუტინი, რომ შეხედეთ, რას ჰგვანან ქართველები, ესენი გინდათ ევროკავშირში? ნახეთ, რის გაკეთება და „გაპრავება“ შემიძლია ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო? პუტინის „მესიჯი“ დანარჩენ მსოფლიოს - საქართველო - ეს მე ვარ! ჩემი მოედანია, ჩემი სათამაშოა და პრეზიდენტიც შესაბამისი დავსვი.

საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. სრულიად მსოფლიო ნახავს, რომ ქართველ ხალხს აქვს ბრძოლისუნარიანობა და რუსის აგენტურას კუდით ქვას ასროლინებს. ქუჩა, ქუჩა და ქუჩა! გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ“,- წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყაველაშვილის კანდიდატურას საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics