13:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 21:03:02, 538 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არსად არ მივდივარ - აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ინსტიტუტი სჭირდება

არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ - აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი არჩევნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

„არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ - სულ ამას მეკითხებიან - აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას.

მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია და მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი შიგნით. როგორც კი, დადგება დრო, რომ ვისაც დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა არჩევნების, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომვალი - ეს არის ერთადერთი გზა. და ამაში ვართ ყველა ერთად, ვინც გარეთ დგას, ქუჩაში და ვინც აქ თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება. პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics