15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 12:02:02, 375 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს თბილისი - აქ ისევ ისე თენდება და ღამდება

აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი დაცულია, პოლიციელებზე თავდასხმა და ძალადობა კი აუცილებლად აღიკვეთება.

„ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი - რუსთაველი.  აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics