16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 22:47:53, 487 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მძევლებს ოლიგარქი სავაჭროდ იყენებს - ძალიან ღრმა კრიზისს მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს

მთლიანად ვეთანხმები ნიკა გვარამიას და სხვებსაც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ადამიანებს „იყენებს სავაჭროდ, გამოუშვებს ახლა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერს“.

„მთლიანად ვეთანხმები ნიკა გვარამიას და სხვებსაც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს.

რა თქმა უნდა, დაკავებულების გამოშვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მძევლებს ოლიგარქი იყენებს სავაჭროდ, გამოუშვებს ახლა და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერს. 

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველა დაკავებულს გამოუშვებს, მაგრამ ამით თავი არ უნდა გავასულელებინოთ“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics