|
2015-02-14 11:47:45, 661 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა ის ფუნდამენტია, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვითარდება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო გააღრმავა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. „ მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელიც ფაქტიურად დგას თქვენს უკან და თქვენს გვერდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოთამაშეები და ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა სტანდარტი ამ პროცესის და კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი. მე მადლობა მინდა ვუთხრა მედიასაც, რომელიც მთელი ამ კვირეების განმავლობაში აქტიურად უთმობდა თავის ეთერს და ფართო დისკუსია და ფორუმი გაშალა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. საკითხზე, რომელიც როგორც არაერთხელ მითქვამს, არის ლოდის საკიდური ჩვენი სახელმწიფოებრიობის, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია“, - განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა, ის ფუნდამენტია, რომელზე ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვითარდება. „პოლიტიკოსები ბუნებრივია ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე. ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებებზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ხშირად ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რეალურად არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - განცახადა პრეზიდენტმა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)