23:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 11:42:52, 372 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბერიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics