02:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 20:13:58, 368 ნახვა

პოლიტიკა
გალერი - დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი

ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მაიკლ გალერი აცხადებს, რომ ევროკავშირი პრეზიდენტ ზელენსკის სანქციების სიას კარგად დააკვირდება.

"დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი - ამ "რეორიენტაციის" ნათლიმამაასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს  - მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს

დღეს უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ  18 პირის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics