14:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 23:36:28, 463 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ბალტიის 3 ქვეყანა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთათვის სანქციებზე შეთანხმდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი], იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მიესალმება.

იგივე განცხადება გააკეთეს ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

"ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზეა არიან პასუხისმგებლები. ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მივესალმებით",- წერს ლანდსბერგისი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics