21:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 20:54:58, 368 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველზე კვლავ ხალხმრავალი აქციაა, პერიმეტრზე სპეცრაზმი განლაგდა - ვიდეო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ აბრახუნებენ რკინის ჯებირებზე, რომლითაც დაკეტილია პარლამენტის წინა შესასვლელი. 

მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს აქციაზე აღმოაჩინეს სუსის აგენტი, რომელიც მათ ფოტოებს უღებდა. 

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

სპეცდანიშნულების რაზმის გარდა პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ამბობს,რომ მსგავსი ძალადობა ქართველ ხალხს 9 აპრილსაც კი არ უნახავს. 

საშინელ ღალატს აქვს ადგილი და ეს ადამიანები უნდა წაეთრნენ საქართველოდან. ამათი ადგილი აქ არ არის. მთავარი რაც არის, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეგ კიდევ ბარბაროსობა არის, რომელიც ისტორიაში არ გვახსოვს. ჟურნალისტებს დაესივნენ, ახალგაზრდებზე ძალა იხმარეს, ეს არის გაუგონარი რამ, რაც ჩვენ 9 აპრილსაც კი არ გვინახავს", -აცხადებს კაკაბაძე.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics