21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 03:26:33, 394 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.

აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის ნაგვის ურნები და ხის კონსტრუქციები გამოიყენეს.

მანამდე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო. რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

არიან დაშავებულებიც, რომლებსაც პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები უწევენ.

დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics