22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 00:14:02, 384 ნახვა

პოლიტიკა
თბილისთან ერთად, საპროტესტო აქცია ქუთაისშიც იმართება

დედაქალაქის მსგავსად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მას შემდეგ გამართეს, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა.

საპროტესტი აქციაზე მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშიკო მუმლაძე დააკავეს.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics