00:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 21:21:38, 462 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები - ვიცით, არ დანებდებით

ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, ამას ვერავინ წაგართმევთ,- ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

როგორც ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება.

“ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, ამას ვერავინ წაგართმევთ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, არ დანებდებით. ამიტომ, ჩვენც არ დავნებდებით“,- წერს ლანდსბერგისი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics