15:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 11:38:23, 488 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ 7 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა 7 დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" და „ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics