2024-11-27 09:28:29, 641 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში X-ზე წერს.
ლაიენის განცხადებით, ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ გავლენის შემცირების წყალობით.
„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია. პირველ რიგში, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ბრძოლით. ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ გავლენის შემცირების წყალობით“,- წერს ლაიენი.
შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, 27 ნოემბერს ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ძალაში შევიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,