2024-11-26 09:39:43, 661 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ბაიდენი და მაკრონი გამოაცხადებენ
ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის 4 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
აგრეთვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,