03:32 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 16:56:50, 468 ნახვა

პოლიტიკა
„ბიძინა წადი! მე ვრჩები!“ - ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს [ვიდეო]

ქალთა მარშის მონაწილეები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მსვლელობის მონაწილეები მმართველი პარტიის დამფუძნებლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ტოვებენ ჩემოდნებს, წარწერებით: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „არა იძულებით ემიგრაციას“.

ისინი სკანდირებენ: „წადი, წადი“.

მანამდე, მარშის მონაწილეებმა საზოგადოებას მანიფესტიც გააცნეს.

მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ქალთა მოძრაობა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე დაიწყო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics