14:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 16:05:09, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ქვეყნის დასახსნელად მხოლოდ ერთი გზა გვაქვს, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი

ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი - ამის შესახებ მარჯანიშვილის მოედანზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ახლა სასწორზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დგას.

"მნიშვნელოვანია მუდმივი აქტიურობა, ადამიანების პროტესტი, იმისთვის რომ ახლანდელი ვითარება, როცა ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება. კარგად უნდა გვესმოდეს, ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა  მოაქციოს ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე ეკონომიკურ იზოლაციას, სადაც საფრთხე შეექმნება მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, გზავნილებს ევროპიდან, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა. ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი,- განაცხადა ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics