08:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 11:23:36, 1919 ნახვა

სპეციალური ანონსი
„ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე“ - „დაიტოვე“ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

„ფეისბუქ-ჯგუფი“ „დაიტოვე“ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს. 

როგორც „დაიტოვეს“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეკრება 10 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზეა დაგეგმილი.

„კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით „დაიტოვეს“ მსვლელობისთვის!

ეს არის „დაიტოვეს“ გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს, საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას. 

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია, ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს. 

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

გელოდებით ყველას კვირას! 

სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics