00:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 19:13:09, 409 ნახვა

პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი - დარღვებეის გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას

„დარღვებეის გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას. ჩვენ ველით რომ საქართველოს ხელისუფლება რომელსაც ეხებოდა საარჩევნო პროცესების მართვა ამას გააკეთებენ გამჭირვალედ.“ -ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბარელმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი პროცესი იყო დაძაბული გარემოთი დაძაბული სიტუაციით, პროცედურული არათანამიმდევრულობით.

„ბუდაპესტში ლიდერთა ფორმალურ შეხვედრაზე  განხილული იქნება საქართველოს საკითხი. დამკვირებლებმა არ აღნიშნეს რომ არჩევნები იყო ნორმალური და სამართლიანი. როცა დამკვირებლები დარწმუნებულები არიან რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი ამას აცხადებენ. მათ არ უთქვამთ რომ ეს იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. დარღვებეის გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას. ჩვენ ველით რომ საქართველოს ხელისუფლება რომელსაც ეხებოდა საარჩევნო პროცესების მართვა ამას გააკეთებენ გამჭირვალედ. ჩვენ ველით რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ იმ დარღვევებს რომლებიც იყო დამკვირებელთა ანგარიშებში წარმოდგენილი.

მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა წაიკითხოთ დამკვირებლების ანგარიში და იქ არის გრძელი სია მათი თვალსაზრიზისა თუ რა არ იყო კარგად ამ არჩევნებზე. პრობლემაა არა მხოლოდ აჩევნების დღე არამედ წინა დღეებიც. მთელი პროცესი იყო დაძაბული გარემოთი დაძაბული სიტუაციით, პროცედურული არათანამიმდევრულობით, განსაკუთრებით ეს ეხებოდა საჯარო მოხელეებს, პირადობების ჩამორთმევას, დაშინებას და თავისუფლად მხმის მიცემის შესაძლებლობას. უნდა წავიკითხოთ მოხსენება და საკუთარი დასკვნა გამოვიტანოთ აქედან. „ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics