|
2024-10-30 10:45:42, 408 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ახლა ერთადერთი ამოცანა გვაქვს - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება
გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარეს სიმართლე, ხოლო მმართველი პარტიის მხარეს „უხეში ფიზიკური ძალაა“. „ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება - არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან. რას ვაკეთებთ ამისთვის: 1. აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, შიგნით თუ გარეთ, დაინახა (და კიდევ დაინახავს), რომ მოქალაქეები არ აღიარებენ ამ რიცხვებს და აპირებენ ბოლომდე ბრძოლას (სიტყვა „ბოლომდე “არის აქ მნიშვნელოვანი) თავისუფლებისთვის; 2. პრეზიდენტმა საჯაროდ, საერთაშორისო მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და არ სცნობს ცესკოს შედეგებს; 3. ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ერთ ხმაში თქვეს, რომ არ აპირებენ ცესკოს რიცხვებზე დაყრდნობით შეკრებილი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, რადგან თვლიან, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს; 4. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ისევე, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგროვებენ გაყალბების მტკიცებულებებს, ახარისხებენ, შიფრავენ გაყალბების სქემებს, აწვდიან ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი. ოღონდ, ჯერ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩათვალეთ, ესაა პირველი ეტაპი. რა იქნება ამის შემდეგ: იქნება ის, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ბრძოლით. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. „ქოცები“ და რუსები დამარცხდნენ. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ეს მათაც იციან. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არიან მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნების სახით. მათ მხარეს არის უხეში ფიზიკური ძალა, დეზინფორმაციის მანქანა, პესკოვი, მედვედევი და სიმონიანი. და შემდეგ რუსების მცდელობა, შეიკრიბონ და სცნონ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება -
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)