|
2024-10-28 15:11:16, 357 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი - საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა და კატეგორიულად უარვყოფთ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ. პესკოვის თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო. "ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში. სხვათაშორის, იგივე ქალბატონმა (ზურაბიშვილმა) განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, აღიაროს თუ არ აღიაროს არჩევნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შიდა ქართული საქმეა",- განაცხადა პესკოვმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)