14:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 19:19:18, 408 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - 25 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები არ იმუშავებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს, უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები არ იმუშავებენ.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები. 2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას",- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics