12:24 - 19 Jun, 2026
|
2024-10-21 10:40:09, 422 ნახვა
მსოფლიო
ბიულეტენების 97%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 41.55%-ით ლიდერობს
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97%-ზე მეტი უკვე დათვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55%-მა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს - 26.51%-მა. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50%-ზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)