2024-10-17 11:33:49, 366 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - აშშ-მა B-2 ტიპის ბომბდამშენებით „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საწყობებს დაარტყა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა B-2 ტიპის ბომბდამშენით "ჰუსიტების" მიწისქვეშა იარაღის საწყობს დაარტყა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, იმ მიწისქვეშა ობიექტს დაარტყეს, სადაც იარაღების კომპონენტები იყო განთავსებული, რომლებსაც "ჰუსიტები" სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ.
"აშშ-ის ძალებმა "ჰუსიტების" მიწისქვეშა ობიექტებს დაარტყეს, სადაც იმ ტიპის იარაღების კომპონენტები იყო განთავსებული, რომლებსაც "ჰუსიტები" სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ იყენებდნენ. აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენება აშშ-ის გლობალურ შესაძლებლობას აჩვენებს, რომ აღნიშნულ სამიზნე ობიექტებს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას დაარტყამს",- განაცხადა ოსტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,