20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 15:24:22, 395 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, 26 ოქტომრის არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარს კეტავს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, "რაზდახანის და პერევის საგუშაგოები" ჩაიკეტება. ამის შესახებ "გადაწყვეტილება" დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ე.წ. პრეზიდენტის "პრესსამსახურში" განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვარი დაიკეტება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, "საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციის გამორიცხვის მიზნით".

"დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ. 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება",- განაცხადა გაგლოევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics