21:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 14:35:02, 314 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ევროპარლამენტი ითხოვს, მშვიდობის გარანტი დასანქცირდეს, ომის გარანტი გათავისუფლდეს - ჩვენი პასუხია: მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ "ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე, როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას".

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას, "ლგბტ პროპაგანდის" დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას. 

"ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:
1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი! 2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი! 3. გაუქმდეს "გამჭვირვალობის კანონი"! 4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში! 5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!

მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია! ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!" - წერს მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics