22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 20:28:06, 400 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი მკაფიო გზავნილს უგზავნის ივანიშვილს - EU-ში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნებიდან“, ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, “არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროევროპელი და პრორუსი, არ შეიძლება, მხარს უჭერდე ცხოვრების ევროპულ სტილს და ადიდებდე სტალინს ერთდროულად”.

“ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზაზე სიარულს, მაშინ ევროკავშირს მოუწევს, იმოქმედოს და გადააფასოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. 

საქართველოს მთავრობა სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხი იპოვის გზას უკან დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ”,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics