21:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 16:12:23, 341 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას დაესწრო

ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯნდაცვის სამინისტროა ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო.

"მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც დაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა  სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სრულიად გარემონტდა და განახლდა, აღიჭურვა ახალი აპარატურითა და ინვენტარით. კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარება "ემერჯენსი"  მე-3 დონის, მოზრდილთა და ბავშვთა: ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთა ნევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგია და კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე - სტაციონარული დიალიზი",- ნატქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics