02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 13:20:43, 294 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ერთი გუნდია

გახარიაც  ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული “ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთი გუნდია ესენი. გავიხსენოთ მისი გადადგომა, რისთვის გადადგა, გადადგა “ნაციონალური მოძრაობისთვის“, ნიკა მელიასთვის,-  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას  გიორგი გახარიას პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირებით დაკომპლექტებაზე ჰკითხეს.   

მისი თქმით, “დღეს არსებული “რადიკალური ოპოზიციური“ პარტიები კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.

“ბევრს აქვს მოლოდინი, რომ  პოლიტიკური პარტიები განახლებას გააკეთებენ, სიახლეებს შემოგვთავაზებენ. დღეს, ვინც ნორმალურად აზროვნებს და ანალიზის უნარი აქვს, როგორ შეიძლება იყოს აფილირებული და ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან“, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და “კოლექტიურ რადიკალიზმთან“, რომლებიც დღეს შეიძლება სხვადასხვა პარტიის სახით არიან წარმოდგენილი. გახარიაც  ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული “ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეგიონებში ნახეთ, ჩვეულებრივ კოლაციაში არიან, ერთი გუნდია ესენი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია  აქვს და სხვადასხვა დავალება“,- განაცხადა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics