03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 22:54:13, 411 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი - არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება

არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტისადმი პატივისცემა გამოხატა, რადგან როგორც ლაიენმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული გზისადმი ერთგულია.

"ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ლაიენი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics